დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაიღო თუ არა სისხლი ქუთაისის ახალმა მერმა?
2013/06/18 15:29:45

დიმიტრი კოპალიანი: „შენ, სისხლო ჩემო, (ფ)არსად დაღვრილო!..“

ახალ მერთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა მოლოდინი არსებობდა. ზოგი  თვლიდა, რომ  ქალაქიდან 20 წლით წასული  კაცი  ახალ გარემოში წარმატებულ საქმიანობას ვერ შეძლებდა, ვის  კიდევ  მიაჩნდა, რომ მერს ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებოდა, თუმცა,   სავარაუდოდ, არავის უფიქრია იმაზე, რომ ახალი მერი პირველსავე სამუშაო კვირას, „ტრადიციისამებრ,“ პიარისთვის გათვლილი ფარსით დაიწყებდა.

14  ივნისს, სისხლის დონაციის საერთაშორისო დღეს, დიმიტრი კოპალიანი სისხლის გადასხმის ბანკში უახლოესი გარემოცვით მივიდა და, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, სხვათა დასახმარებლად უანგაროდ  გაიღო 400 მილილიტრზე მეტი სისხლი. თუმცა, მოგვიანებით  აღმოჩნდა, რომ  ეს  თურმე მხოლოდ პიარზე გათვლილი სპექტაკლი იყო.

ჩვენი წყაროს გადმოცემით, იმის შემდეგ,  რაც ტელეკამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ შედიოდა ნემსი მერის ვენაში, კოპალიანმა ამ პროცესის შემსრულებელ სპეციალისტს მიმართა: „გეყოფა ახლა, საკმარისიაო!“ და  ნემსის  სასწრაფოდ გამოღება მოსთხოვა. რა თქმა უნდა, მისი მოთხოვნა უმალვე შეასრულეს, ისე, რომ მერს, ფაქტობრივად,  სისხლი არ გაუღია სხვათა დასახმარებლად, ამ ფაქტს მისი  უახლოესი გარემოცვა და იქ მომუშავე პერსონალი შეესწრო.

არადა, იმავე დღეს დიმიტრი კოპალიანმა კამერების წინ დააფიქსირა: „რატომაც არა, თუკი ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, სისხლი უნდა გაიღო“. ამ ფაქტის მხილველნი მომხდარზე ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, მოგვიანებით ამ ჩურჩულმა გარეთაც გამოაღწია...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1897
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია