დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორტავას დაღუპვის მიზეზებს ექსპერტიზა ამ კვირაში დაადგენს
2013/06/17 17:04:04

გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცველების რამდენიმე ვერსია არსებობს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგუთის №14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი, ლევან კორტავა, ცემის შედეგად დაიღუპა.

თუმცა, მომხდარს სამინისტროში არ ადასტურებენ.

სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის პასუხი. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ღურწკაიამ განმარტა, დღესაც კორტავას გარდაცვალების რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პატიმარზე ფიზიკური ზეწოლა დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან არ განხორციელებულა.

„ახლა არ დავიწყებ საგამოძიებო დეტალებზე საუბარს, ჩვენ ეს ყველა ვერსია საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული გვაქვს, დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას, ველოდებით ექსპერტიზის პასუხს და მალე ყველაფერი ცნობილი გახდება,“ – განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების გარდაცვალების ფაქტებს, ღურწკაიას თქმით, ბოლო 5 თვეში 11 პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების ძირითადი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ამასთან, 2 პატიმარი ნაძალადევი სიკვდილით გარდაიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ლევან კორტავა, ხოლო ერთმა მსჯავრდებულმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია