დღეს ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელევიზორის მოთხოვნით დღეიდან შიმშილობა დაიწყო:
"მისი მოთხოვნაა, რომ ჰქონდეს ტელევიზორი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, ასევე ჩვენს მიერ იყო მოთხოვნა, რომ ციხის ადმინისტრაციას მიეცა მინდობილობა, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას მის ოჯახის წევრებს განეკარგათ მისი საბანკო ანგარიშები, რომელზეც აქვს დეკლარირებული თანხა, რაზეც ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი, შესაბამისად, ბატონმა მერაბიშვილმა მიმართა ყველაზე მკაცრ ზომას და დაიწყო შიმშილობა დღეიდან, ტელევიზორის მოთხოვნით", - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.
(გ.გ.)