დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირანში პრეზიდენტს ირჩევენ
2013/06/14 14:24:58

ირანში მეთერთმეტე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

საპრეზიდენტო კანდიდატთა სიაში თავდაპრველად 8 კანდიდატი  შევიდა, მაგრამ მათგან ორმა ქვეყნის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედრეზა არეფმა და პარლამენტის ექს-სპიკერმა ჰოლიამალი ხადიდ-ადელმა  უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე.

შესაბამისად, დღევანდელ არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძვის 6 კანდიდატი: რეფორმატორული ფრთის წარმომადგენელი - როუჰანი, ოთხი კონსერვატორი - საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ალიკბარ ველაიატი, ტეირანის მერი მოჰამედბარეკ კალიფაფი, ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის ყოფილი სარდალი მოჰსეინ რეზაი და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი საიდ ჯალილი, პოსტისა და ტელეგრაფის ექსმინისტრი სეიდ მუჰამედ ყარაზი.

ექსპერტების პროგნოზით, ბრძოლა რეფორმატორების წარმომადგენელს რეუჰანსა და რომელიმე კონსორვატორ კანდიდატს შორის გაიმართება.

ქვეყნის 75 მილიონი მოსახლეობიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 50,5 მილიონ ირანელს.

მათ შორის 1,6 მილიონი ამომრჩეველი პირველად მიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ირანის მოქალაქები არჩევნებში მონაწილეობას მსოფლიოს 96 ქვეყანაში განხსნილ 290 უბანზეც მიღებენ. საარჩევნო უბანი გახსნილია საქართველოში, ირანის საელჩოშიც.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია