დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვუდ ექსპორტი“ ლიცენზიისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს
2013/06/14 12:36:24

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ძირითადად ორი ეკოლოგიური ხასიათის პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვებასა და წაბლნარის გაჩეხვასთან დაკავშირებით. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებას აწარმოებს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“, ხოლო წაბლნარის სამეურნეო ჩეხვას კომპანია „ვუდ ექსპორტი“. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ორივე კომპანიის მიმართ აქვს პრეტენზია, რადგან ისინი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს მუნიციპალიტეტს.

„ამერიქენ ელოიზმა“ მიმდინარე წლის მარტიდან შეიძინა „ჯორჯიან მანგანეზის“ აქტივები და მის საქმიანობას, რაც მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვებას უკავშირდება,  მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს. გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, ჭიათურა ლიდერია საქართველოში.

ჭიათურაში ამ კუთხით შექმნილ მდგომარეობას გუშინ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამთო-მოპოვებით ნაწილში მძიმე მდგომარეობაა, ასევე მძიმე მდგომარეობაა წაბლნარში. მას „ვუდ ექსპორტის“ წარმომადგენელმა მოსთხოვა ლიცენზიაში გადახდილი თანხის დაბრუნება, რაზედაც პარლამენტარმა უპასუხა, რომ თანხა მოეთხოვა „მატროსოვის“ ციხეში მყოფი მერაბიშვილისათვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია