დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შს სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დააკავა
2013/06/13 15:29:49

 

შს სამინისტრომ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა 
გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები 
დააკავა. მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ასაფეთქებელი 
ნივთიერება „პლასტიდი," დეტონატორები, ყალბი დოკუმენტაცია და იარაღი. 
დაკავებულები არიან მიკაელ კადიევი და როზმარ ომაროვი. 
დადგინდა, რომ ინტერპოლით ძებნილი კადიევი თავს საქართველოს პერიოდულად 
აფარებდა სხვადასხვა დროს. 
ამ თემასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს: 
 "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა 
აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. 
კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა 
ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და 
ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული 
იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა 
დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით 
ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და 
ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და 
პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. 
 გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის 
მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა 
პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. 
 ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო 
ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა 
დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა 
და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო 
ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის 
მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი 
დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 
წელს იქნა დაკავებული. 
 ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების 
შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა 
სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს 
მოქალაქეების დაცვის მიზნით", -აღნიშნულია  შსს პრესსამსახურის განცხადებაში.

გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა. მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება „პლასტიდი," დეტონატორები, ყალბი დოკუმენტაცია და იარაღი. დაკავებულები არიან მიკაელ კადიევი და როზმარ ომაროვი. დადგინდა, რომ ინტერპოლით ძებნილი კადიევი თავს საქართველოს პერიოდულად აფარებდა სხვადასხვა დროს. ამ თემასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. მჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", -აღნიშნულია  შსს პრესსამსახურის განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია