დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერაბიშვილის ტელევიზორი და ვიდეოკამერა აბანოში
2013/06/12 14:04:56

2013 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მონიტორინგი განახორციელეს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც განთავსებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და მაღალჩინოსნები.

მონიტორინგის ჯგუფი აღნიშნავს, რომ პატიმრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დადებითი, რომ უკლებლივ ყველა პატიმრის განცხადებით, მათ მიმართ მოპყრობა ნორმალურია.

პატიმრების თქმით, დაწესებულების ადმინისტრაცია და თანამშრომლები, შეძლებისდაგვარად, ყველა მათ კანონიერ თხოვნას ითვალისწინებენ. ამასთან, მონიტორინგისას გაირკვა, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორით. ამ უფლებით მხოლოდ რამდენიმე პატიმარი, მათ შორის, ბაჩანა ახალაია, სარგებლობს. ტელევიზორი, პრაქტიკულად, ძირითადი საკითხი აღმოჩნდა, რაზეც დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები გამოთქვამენ უკმაყოფილებას.“ – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ:

„პატიმრობის კოდექსის“ მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელე-ტრანსლაცია, ასევე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა.“ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენება არ არღვევს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ახლო ნათესავისაგან.“

2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს N7 და N9 დაწესებულების დახურულ ნაწილში ტელევიზორით სარგებლობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა - N7 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს მიეცათ უფლება, იქონიონ ტელევიზორები, თუმცა N9 დაწესებულების დახურულ ნაწილში განთავსებული პატიმრების უმრავლესობას კვლავ არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს ტელევიზორით.

საბოლოო ჯამში, ამჟამად ტელევიზორის ქონა ყველა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია დაშვებული. გამონაკლისია N9 დაწესებულება, რაც აღნიშნულ აკრძალვას დისკრიმინაციულ ხასიათს ანიჭებს."

სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ პრობლემას დროულად გადაწყვეტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოგვაწვდის ინფორმაციას, რა საფუძვლით არ ეძლევათ N9 დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ტელევიზორით სარეგებლობის უფლება.

მონიტორინგის დროს, ასევე აღმოჩნდა, რომ N9 დაწესებულების აბანოს გასახდელში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რაც ხელყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისაც ხელი მიუწვდება ამგვარ ჩანაწერებზე, ასევე, ამ უკანასკნელთა შენახვის პირობები და ვადა.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია