დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერის მეორე სამუშაო დღე დილის 6 საათზე ბაზრის მონახულებით დაიწყო
2013/06/11 14:15:46

ამ დროს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრაქტიკულად არავინ იმყოფებოდა.

ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 6 საათზე გამოჩნდა. ადრიანი ვიზიტის გამო, კოპალიანი  მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ნახა. დანარჩენები კი ამბობენ, რომ ინფორმაცია მერის ვიზიტის შესახებ სხვებისგან შეიტყვეს. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ავთანდილ ხურციძე ამბობს, ამ დროს გარემოვაჭრეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რადგან ისინი სამუშაოდ მხოლოდ 7 საათის შემდეგ გამოდიან. მისივე განმარტებით, ქალაქის მერი არავის გასაუბრებია. იგი მერიის წარმომადგენლებთან ერთად ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა. გარემოვაჭრეთა ნაწილი ამბობს იმასაც, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები  ადგილზე  ფოტოგადაღებასაც აწარმოებდნენ. ამის შემდეგ მერმა წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორია დატოვა. 

„დილის 6 საათზე გამოჩნდა. აქ რამდენიმე ადამიანი იყო. ასე ადრიანად მხოლოდ მემწვანილეები და ნერგებით მოვაჭრეები დგებიან ხოლმე. არავის გამოლაპარაკებია. თავის წარმომადგენლებთან ერთად იდგა ცოტა ხანს. მერე, მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა უთხრეს რამდენიმე გარემოვაჭრეს, შედით ბაზარშიო. ნაწილი შევიდა. რამდენიმე ისევ აქ დავრჩით. როგორც კი წავიდა მერი, ზედამხედველობა ისევ დასდევს და აწიოკებს ხალხს. რამდენიმეს დღეს პროდუქტებიც წაართვეს და შეურაცხყოფასაც აყენებენ. ამბობენ, კანონით არის აკრძალული გარევაჭრობაო,“- ამბობს  ავთანდილ ხურციძე

ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა გარემოვაჭრეებთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა ქალაქის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ბაზარში დასაქმებულები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვდნენ. მათთან შეხვედრის შემდეგ დიმიტრი კოპალიანმა განაცხადა, რომ ქმედით ნაბიჯებს მხოლოდ მას შემდეგ გადადგამდა, რაც გარემოვაჭრეებსაც შეხვდებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნობოდა. კოპალიანმა მედიას განუცხადა, რომ იგი ბაზრის ტერიტორიაზე მისვლას დღეისთვის გეგმავდა, თუმცა, ინფორმაცია ცენტრალურ ბაზართან მისვლის შესახებ მედიისთვის არ გახმაურებულა.

ინფორმაციას მერის გეგმების  შესახებ არ ფლობდნენ არც მერიის პრესსამსახურში. როგორც პრესსამსახურის თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში დღეს განაცხადეს, იმ მომენტამდე ქალაქის მერს მნიშვნელოვანი აქტივობა დაგეგმილი არ ჰქონდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია