დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს არც ამჯერად დაესწრება
2013/06/11 12:49:11

პრეზიდენტის მიერ დღეს, 18:00 საათისთვის დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის საბჭოზე დასწრების საფუძველს ვერ ხედავს.

„დღის წესრიგი ვნახე და ჩემთვის არც ერთი საკითხი არ არის ამ ეტაპზე საინტერესო,“– აცხადებს ივანიშვილი.

პრემიერი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭო მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უმრავლესობას უშიშროების საბჭოს ფუნციასა და დაფინანსებაზე დაიწყო საუბარი.

„8 თვეა არ იკრიბებოდა უშიშროების საბჭო, მათ აქვთ ბიუჯეტიდან გადარიცხული მილიონი ლარი. ჩვენ გავაკეთეთ მინიშნება, პარლამენტმა გააკეთა მინიშნება, ესაა სულ – მათ დაიწყეს შეკრება.“– ამბობს ივანიშვილი.

უშიშროების საბჭოზე დღეს მივლენ თავდაცვის, შსს და საგარეო საქმეთა მინისტრები.

„სამი მინისტრი მიდის. სამ მინისტრს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა პრეზიდენტთან და ბოკერიასთან,“ – ამბობს ივანიშვილი. 

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია