დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიეჩვევიან თუ არა ქუთაისის მერიის თანამშრომლები ადრე ადგომას?
2013/06/10 16:40:40

დღეს ქუთაისის მერიაში სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო. ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის უჩვეულო გრაფიკი ქალაქის  ახალი  მერის მიერ დაგეგმილ თათბირს უკავშირდებოდა. დილის 10 საათზე დიმიტრი კოპალიანი მერიის სამსახურების უფროსებსა და ქალაქის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს შეხვდა.

„ჩვეულებრივი  სამუშაო შეხვედრა იყო. არაფერი განსაკუთრებული. ქალაქის მერმა მოუსმინა მათ და, ცხადია, იყო გაცნობაც. ასეთი თათბირები ადრეც ტარდებოდა. უბრალოდ, თავად მერი ირჩევდა შეხვედრის დროს,“ - ამბობს ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე.

ქუთაისის მერიაში სამუშაო გრაფიკის არარსებობა  ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო. თანამშრომლების მიერ დამკვიდრებული სამუშაო  დრო 5-6 საათიან მონაკვეთს მოიცავს. მუშაობა იწყება 11 საათიდან, საღამოს 5 საათის შემდეგ კი, ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხისმგებელი პირის ნახვა თითქმის შეუძლებელია.

ქუთაისის ახალმა მერმა, ადგილობრივ თვითმმართველობაში სამუშაო გრაფიკი ქალქის მერის პოსტზე არჩევისთანავე  გააკრიტიკა. მისი თქმით, სამუშაო დღე მინიმუმ 8 საათს უნდა მოიცავდეს.

„გამიკვირდა, მერიაში ათ საათზე რომ მიდიან სამსახურში - რვა საათიდან ექვსი საათი უნდა იმუშაო დღეში, სხვაგვარად ვერ განვითარდები. როდესაც ჩამოყალიბდება ბიზნესკლიმატი, ეს ყველაფერი სხვა ფორმაში გადავა“, - განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა გაზეთ „P.S.“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაინერგება ქუთაისის მერიაში სამუშაო გრაფიკის ახალი სტანდარტები, თუმცა, როგორც თანამშრომელბი ამბობენ, ამიერიდან, ალბათ, ადრე ადგომა მოუწევთ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია