დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა მხარდასაჭერი პროექტების გასახორციელებლად 80 მილიონი ლარი დაიხარჯება
2013/06/10 14:27:21

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ადამიანის უფლებათა დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დარგში გაეროს საერთაშორისო ექსპერტს, ჩალოკა ბეიანის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობებსების საკითხებს შეეხო.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გაეროს ექსპერტი დაინტერესდა, თუ რა პროექტებს ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დევნილთა  საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

საპასუხოდ აღინიშნა, რომ  სამინისტრო მიმდინარე წელს დევნილთა მხარდასაჭერი პროექტების გასახორციელებლად ჯამში 80 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხა მოხმარდება, როგორც დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ფოთსა და ზუგდიდში.

მინისტრის დავით ნარმანიას ინფორმაციით,  ზუგდიდში დევნილთათვის 7-ხუთსართულიანი სახლი აშენდება, სადაც დაახლოების 280 იძულებით გადაადგილებული ოჯახი განთავსდება.

პროექტი KFW-ს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია