დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
23 525 პატიმრიდან ციხეში 13 735 რჩება
2013/06/06 12:32:18

ამნისტიის შედეგად  8696 ბრალდებული გათავისუფლდა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა  სტატისტიკას აქვეყნებს.

2013 წლის 5 ივნისის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო  9790 ბრალდებული.

აღნიშნული 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (23 525) შედარებით  შემცირდა 13735 (58.4%-ით) ერთეულით.

 2013 წლის 5 ივნისს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათავისუფლდა კიდევ 2 ბრალდებული/მსჯავრდებული.

სულ  ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა  8696-მა ბრალდებულმა.

 მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 429 მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია