დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შრომის ბაზრის მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს
2013/06/04 13:55:29

მსოფლიო ეკონომიკა ზრდის ტემპებს კარგავს და მზარდი უმუშევრობა უახლოესი მომავლის მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა გახდება. უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფრო და უფრო გაღრმავდება, – ასეთია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წლიური მოხსენების ძირითადი მესიჯი.

როგორც ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, უმუშევრების რაოდენობა ევროზონის წევრ ქვეყნებში კატასტროფულად იზრდება.

„ხალხი სამსახურს უკვე აღარც ეძებს. აუცილებელია შრომის ბაზრის მასშტაბური რეფორმა. თუკი მცირე და საშუალო ბიზნების განვითარებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრები არ გამოიყოფა, დასაქმების ზრდის არანაირი შანსი არ არსებობს. უმუშევრობის პრობლემა არათუ გადაიჭრა, არამედ უფრო გამწვავდა,”-აღნიშნულია მოხსენებაში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 2015 წლისთვის, ევროზონის მასშტაბით, უმუშევართა რაოდენობა 208 მილიონს მიაღწევს. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 200 მილიონია. მონაცემები არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულების რიცხვს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია