დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შრომის კოდექსი – დავის საგანი უმრავლესობაშიც...
2013/05/31 13:51:25

კობა დავითაშვილი: „ახალი შრომის კოდექსი ბიძინა ივანიშილისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას ეწინააღმდეგება“

პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განხილვა ახალი შრომის კოდექსის შემუშავებამ გამოიწვია. ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა არამარტო ოპოზიციაში, არამედ თავად უმრავლესობაშიც შექმნა. უმცირესობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი დასაქმებულის სასარგებლოდ არის შედგენილი. ეს კი სამუშაო ადგილების შემცირებასა და ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობის შემდეგ შრომის კოდექსის თვდაპირველი ვერსია დაიხვეწა და ბევრი სადავო მუხლიც შეიცვალა.

თუმცა, დღევანდელ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები შრომის კოდექსის ახალ ვარიანტში არსებულ რამდენიმე სადავო მუხლზე მაინც ვერ შეთანხმდნენ.  კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სადავო მუხლებს განიხილავს. სამუშაო ჯგუფში კომიტეტის წევრებთან ერთად მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებიც იქნებიან.  აღნიშნული ჯგუფი მუშაობას სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირიდან დაიწყებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი კი აცხადებს, რომ „შრომის კოდექსი“, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირებას ეწინააღმდეგება.
როგორც დავითაშვილი ამბობს, 48-საათიანი სამუშაო კვირა 8 საათაინი სამუშაო დღის ნაცვლად, 9 საათ-ნახევრიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. გარდა ამისა, დავითაშვილის თქმით, ბიზნესს, რომელიც ჯერ არ არის 4 წლის, დაქირავებულთან ერთდღიანი ან ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია ყოველგვარი მოვალეობების გარეშე.
„ასევე, დაუყოვნებლივ ამოღებული უნდა იყოს სხვა ობიექტური პირობებით სამსახურიდან გათავისუფლების მუხლი. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირება არ იყო დაქირავებულის უფლებების შეზღუდვა. ივანიშვილი თავის შუშის სასახლეში ეძახის ბიზნესმენებს და დამქირავებლის პრობლემებზე საუბრობენ, დაქირავებულთან შეხვედრა კი არავის ახსენდება,“ - ამბობს დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა შრომის კოდექსი მეორე მოსმენით ექვსი სადავო მუხლის გარეშე მიიღეს. სადავო მუხლები ზეგანაკვეთურ შრომის ანაზღაურებას, შრომით კონტრაქტებსა და დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა ობიექტურ გარემოებებს შეეხებოდა. შრომის კოდექსი წინა სასესიო კვირაში ჩავარდა. უმრავლესობის თქმით, ამის მიზეზი მხოლოდ ტექნიკური პრობლემები იყო. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია