დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაიამ პროგრამა „კორპუსის“ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
2013/05/28 13:12:06

პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანზაციის წარმომადგენლებმა დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ქუთაისში განხორციელებული პროგრამა „კორპუსის" გამოძიების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც დასაქმების პროგრამის გამო ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მცირე მასშტაბის, მაგრამ მსგავსი სახის პროგრამა „კორპუსის" საქმის გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ.

„როდესაც ქურდი იპარავს რაიმე ნივთს, ამისათვსი ისჯება, თუმცა ის ნივთი შეიძლება დაიბრუნო, ანდა მის გარეშე გაძლო. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები იპარავენ ხმებს, ამ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვება ქვეყანაში, სწორედ ამ მოპარული ხმების გამო, მივიღეთ ჩვენ აგვისტოს ომი, რის გამოც დავკარგეთ ასეულობით ადამიანი და ქვეყნის ტერიტორიები,  რომ აღარ მოხდეს მსგავსი საშინელებები, მივმართავთ საოლქო პროკურატურას, გამოიძიონ ეს საქმე, რომელიც ქუთაისში 2007 წლიდან ფუნქციონირებს.“-აღნიშნა პარტიის ლიდერმა გოგო წულაიამ.

მისივე განცხადებით, პროგრამა „კორპუსი" მხოლოდ ხმების მოსაპარად და ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების, ზონდერების და მათი გუნდის დასაქმებისთვის იყო შექმნილი. „ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებმაც ბიუჯეტი შეჭამეს, პარლამენტში კი არ უნდა ისხდნენ და მუშტების მოღერით მორალზე კი არ უნდა გვესაუბრებოდნენ, არემად პასუხი უნდა აგონ ყველა დანაშულზე.“

თავისუფალი საქართველოს ორგანიზაციის წევრებმა მსგავსი მოთხოვნით პროკურატურას წინა მთავრობის დროსაც მიმართეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, მაშინ პოკურატურამ საქმე თაროზე შემოდო. წულაია იმედოვნებს, რომ საქმის გამოძიება ახალი მთავრობის დროს მაინც მოხდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია