დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
1992 წლიდან ძებნილი ქუთაისში აიყვანეს
2013/05/24 13:42:40

მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ჩადენილი დანაშაულებისთვის თამაზ ც–ს   სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობის, ქურდობისა და ბანდიტიზმის ბრალდებით ძებნილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შსს-ს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი  სამმართველოს და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წლის 16 აგვისტოდან ძებნილი, 1957 წელს დაბადებული  თამაზ ც.  დააკავეს.

ძებნილი, რომელიც ქუთაისში აიყვანეს, 1992 წელს აფხაზეთში მდებარე დრანდის მე–9 საგამოძიებო იზოლატორიდან გაიქცა. იგი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობის, ქურდობისა და ბანდიტიზმის ბრალდებით იყო დაკავებული.

მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ჩადენილი დანაშაულებისთვის თამაზ ც–ს   სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

იზოლატორიდან გაქცევის გამო, 1992 წლის 15 აგვისტოს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ვერ აღსრულდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ც–ს მიერ ჩამოყალიბებული ბანდიტური დაჯგუფება აფხაზეთის ტერიტორიაზე თავს ესხმოდა  მძღოლებს, ართმევდა მათ პირად ნივთებსა და ავტომანქანებს, რომლებსაც შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყიდდა.

დაკავებული ამჟამად სასჯელაღსრულების მე–8 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ამიტომ სასამართლო მისთვის ახალი სასჯელის შეფარდების შესახებ  იმსჯელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია