დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში პრემიებს ირიგებენ
2013/05/24 11:52:26

ქუთაისის მერიაში 685 თანამშრომელი, 350000 ლარის ფარგლებში, ერთი თვის ოდენობის პრემიას ისევ მიიღებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მერიაში პრემიები სააღდგომოდაც დარიგდა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ მერიაში კიდევ აპირებენ პრემიების გაცემას. ეს იქნება რიგით მე-4 პრემია 26 მაისისთვის. ამას იღებენ აქციებზე სიარულში. უნდათ, რაც შეიძლება მეტად გამოხრან ეს ქალაქი. ნუ გაბედავთ, ნუ ითავხედებთ.“-აცხადებს წულაია.

გავრცელებულ ინფორმაციას პრემიების გაცემის თაობაზე ადასტურებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო კაჭკაჭიშვილი.

„ქალაქ ქუთაისის მერიის ბიუჯეტში ჩადებულია ოთხი დამატებით ხელფასი, რომელიც დაკავშირებულია დღესასწაულებთან. პრემია გაიცემა 26 მაისსაც. როცა გვაბრალებენ,  თითქოს უკანონოდ ხდება ამხელა თანხების გაცემა, არის აბსურდი. რომელი ჭკუათმყოფელი გასცემს უკანონოდ ასეთ დიდ თანხას?! პრემიას აიღებს 685 კაცი, ერთი თვის ოდენობით, 350 000 ლარს.“-აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია