დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იგეგმება 86 ათასზე მეტი ოჯახის ბუნებრივი აირით მომარაგება
2013/05/23 15:48:28

ენერგეტიკისა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, 2014 წლის ბოლომდე  86 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

სამინისტროს ინფორმაციით,  გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი.

ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

რაც შეეხება 2013 წელს. წლის განმავლობაში  დაგეგმილია გაზიფიცირების სამუშაოები რეგიონების მიხედვით:  აჭარა - 2450 აბონენტი;  გურია - 4545 აბონენტი;  იმერეთი - 25 428 აბონენტი;  კახეთი - 6579 აბონენტი;  მცხეთა-მთიანეთი - 3671 აბონენტი;  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 0 აბონენტი;  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 17 277 აბონენტი;  სამცხე-ჯავახეთი - 9782 აბონენტი;  ქვემო ქართლი - 9868 აბონენტი; შიდა ქართლი - 6589 აბონენტი; 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია