დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა
2013/05/23 15:20:13

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან გამართა შეხვედრა.

როგორც სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიღების ოფიციალური ცერემონიალი ლატვიის თავდაცვის უწყებაში გაიმართა.შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის. მან ასევე, აღნიშნა ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა არტის პაბრიკს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.მინისტრებმა რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ავღანეთის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდზე, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლატვიის მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკის სეიმს ეწვივნენ და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან აინარს ლატკოვსკისთან გამართეს შეხვედრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც იმყოფებოდა. სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ეგილს ლესჩინსკისმა სტუმრებს აკადემიისა და ენის სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და „სამხედრო განათლებისა და ინდივიდუალური პროგრამების შესახებ“ პრეზენტაცია წარუდგინა. 

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს 25 მაისს დაასრულებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია