დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთი თვის ჩვილი მამამ მეორე სართულიდან გადმოაგდო
2013/05/23 14:04:44

ქალაქ რუსთავის  მე–17 მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ფანჯრიდან  საკუთარი ერთი თვის შვილი გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი დაკავებულია.

ამავე წყაროს ცნობით, ბავშვის მამა 1978 წელს დაბადებული გივი ჩ. ფსიქიკურად დაავადებულია.  მეუღლის მსგავსად, ფსიქიკურად  დაავადებულია გარდაცვლილი ჩვილის დედაც.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა დამნაშავე  საკუთარ სახლში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ჩ. ქურდობისთვის ნასამართლევია და 2005 წელს მოიხადა სასჯელი.

გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია