დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებას ეხმაურება
2013/05/23 12:50:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს,რომ ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამი, პრემიერ-მინისტრი მიესალმება მაღალი რანგის წარმომადგენლების საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებას.

„მივესალმები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშიის მაღალი რანგის წმომადგენელთა დაინტერესება და ყურაადღება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

დარმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყველა ზომას მიმართავენ, რათა თითოეულ საქმეზე პროცესი საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართოს.

ჩვენ გამოვრიცხავთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკური ასპექტების გავლენას რაიმე ფორმით.

კიდევ ერთხელ მივესალმები საერთაშორისო საზოგადოებისა და ევოკავშირის განსაკუთრებულ დაინტერესებას. მჯერა, თქვენი ასეთი ყურადღება მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მთავრობას პროცესების სამართლებრივად გამართულად და სამართლიანად წამართვაში“,-ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზურაბ ჭიაბერაშვილის  დაპატიმრებასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულმა მაღალი რანგის პირებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია: „ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე ყურადღებით ეკიდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ.

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესს და მოელის, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი მოელიან საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამ საქმეებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა საქმეზე, მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება და არ ქნება პოლიტიკურად მოტივირებული."

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია