დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონში „ჯორჯიან-მანგანეზის“ გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს
2013/05/22 23:09:41

ზესტაფონში „ჯორჯიან-მანგანეზის“ გადამამუშავებელი ქარხანა მუშების პროტესტის გამო, მესამე დღეა, არ მუშაობს. ათასამდე მუშა ხელფასების 50 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

„არ დავიშლებით მანამ, ვიდრე ადმინისტრაცია ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, დირექცია ხელფასების გაზრდას შვიდი თვის წინ დაგვპირდა, თუმცა ამ დრომდე არ მოუმატებიათ,“-აცხადებს ქარხნის მუშა ზაზა დადიანი.

მუშების პროტესტს „ჯორჯიან-მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაკა კვარაცხელია პასუხობს. მისი განცხადებით, ადმინისტრაციას მუშებისათვის ხელფასების მომატება არ შეუძლია.

„ხელფასების 50 პროცენტით გაზრდა ამ ეტაპზე ქარხანას არ შეუძლია, ჩვენ მათ მხოლოდ დიალოგს ვთავაზობთ, რაზეც ისინი არ მოდიან, საგაფიცვო დღეები მათ გაცდენილ დღეებში ჩაეთვლებათ და ხელფასი ჩამოეჭრებათ,“-ამბობს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, ზესტაფონის „ჯორჯიან-მანგანეზის“ ათასამდე მუშა სამი დღის წინ გაიფიცა, გუშინ გაფიცული მუშების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია