დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის კანდიდატებთან გასაუბრება 27 მაისს დაიწყება
2013/05/22 23:04:11

დღეს, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა დისკუსია თემაზე: ქუთაისის მერის შესარჩევი  კონკურსი და საკონკურსო-საასტეტაციო კომისია.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების წევრების ინფორმირება ქალაქის მერის შესარჩევ პროცესებთან დაკავშირებით.

შეხვდერაზე მიწვეული იყვნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, ასევე კომისიის სხვა წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი ვატანგ ბალავაძე, რომელიც, მიზეზთა გამო, შეხვედრას არ დასწრებია.

„ქუთაისის მერის კანდიდატურის შესარჩევი პროცესი რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. შემოსული 69 განაცხადიდან, ჩვენ შევარჩიეთ 12 კანდიდატი, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას 27 მაისს დავიწყებთ და 28-ში დასრულდება. შევარჩევთ იმ ერთ კანდიდატს, რომელსაც ქუთაისის მერის ვაკანტურ ადგილზე დასამტკიცებლად საკრებულის წარვუდგენთ. ჩვენ ყოველ კანდიდატთან გასაუბრებას ფირზე აღვბეჭდავთ, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გაურკვევლობები. კანდიდატების სურვილის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ამ ინფორმაციის საჯაროობა. საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართოს პროცესები, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დაგეგმილი დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფონზე,“ -აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს მითითებები და შენიშვნები მისცეს, რათა კომისიის მუშაობა მერის შერჩევის პროცესში გამჭვირვალედ წარიმართოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია