დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უზენაესი სასამართლო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
2013/05/22 21:48:25

დღეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო კონფერენციის პირველი სხდომა ჩატარდა. კონფერენცია  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა თემაზე: „ხელისუფლების გადანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა და ნდობის ფაქტორი საჯარო დაწესებულებების მიმართ“.

როგორც  „psnews”-ს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: გერმანიის, უკრაინის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, იაპონიის, უზბეკეთისა და საქართველოს მოსამართლეებმა.

კონფერენციაზე განხილული იყო საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკული სისხლის სამართლებრივი საკითხები და მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

კონფერენცია გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ( DAAD) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის სისხლის სამართლის საკითხების დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში სისხლის სამართლის რეფორმების პროცესში და რეკომენდაციებს უწევს რეფორმათა განმახორციელებელ სტრუქტურებს, ატარებს შედარებით კვლევებს მსოფლიო მასშტაბით სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით.

საერთაშორისო კონფერენცია 24 მაისს დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია