დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ნაციონალებმა" დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია გამართეს
2013/05/22 15:42:56

"ნაციონალურმა მოძრაობამ"  ქუთაისის სასამართლოსთან გამართული აქციის პარალელურად, პოლიციის შენობასთან მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციაზე იმყოფებოდნენ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და რიგითი ადამიანები. მათი აზრით, ეს დაკავება პოლიტიკური მიტივით არის განპირობებული და არანაირი კავშირი არ აქვს კანონდარღვევასთან.

ვახტანგ ბალავაძე, პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში: "ეს არის მხარდამჭერი აქცია, სასამართლოშიც ვაპირებთ მისვლას და პროტესტის გამოთქმას. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, გაანადგუროს ოპონენტები."

ელისო კეთილაძე, მოქალაქე: "პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებ ვანოსა და ზურას. უმჯობესია, მთავრობამ სოციალური დაპირებები შეასრულოს. ხალხი არ შეეგუება დიქტატორულ რეჟიმს."  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია