დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთში განსასჯელებს 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
2013/05/21 14:56:05

თურქეთში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც 4 მოქალაქის საქმე იხილებოდა. ბრალდებულებს 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი გაასამართლეს თურქეთის კურორტ ბოდრუმში დამსვენებელთათვის ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის შეტანაზე, რასაც  რუსეთის 5 მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა.

„ნოვაია გაზეტას” ცნობით, შემთხვევა მოხდა 2011 წელს, ბოდრუმში, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მიერ ორგანიზებული იახტით ექსკურსიის დროს. 4 დაზარალებული თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი კი – მოსკოვის კლინიკაში. მათი გარდაცვალების მიზეზი გახდა ეთილის სპირტი, რასაც დიდი რაოდენობით შეიცავდა ვისკი „მრ.ბარდონ”, რომელიც ყველა მათგანმა მიიღო.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, თურქეთის სასამართლომ შემდეგი პრინციპით იმსჯელა - თითო გარდაცვლილზე სასჯელი 25-25 წელი. მისივე განმარტებით, ადვოკატების მუშაობის შედეგად დაგეგმილი სასჯელი შემცირდა და განსასჯელებს 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ოფიციალური სასამართლო გადაწყვეტილება, თურქეთის მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა. შეიცვლება თუ არა განაჩენი, ჯერჯერობით, უცნობია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია