დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროკურატურა ამ წუთებში ჭიაბერაშვილს ჰკითხავს
2013/05/21 13:31:33

კახეთის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში ამ წუთებში მივიდა. მისი განცხადებით: `ხელისუფლება სანახაობით ცდილობს ქვეყანაში არსებული სოციალური სურათის გადაფარვას. ჩემს მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია. მე ყველა კითხვას თებერვალში გავეცი პასუხი.“

ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ სიმართლე მარტივად დამტკიცდება, თუკი საქმე სასამართლოს გადაეცემა. კახეთის რწმუნებული გამოთქვამს ეჭვს, რომ მას და მერაბიშვილს, შესაძლოა, დღესვე წაუყენონ ბრალი.

პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია