დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე
2013/05/21 11:42:59

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერებიშვილი და კახეთის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიბარეს. მათ კვლავ სამუშაოს  მაძიებელთა აღრიცხვის გამო დაკითხავენ, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თებერვალში უკვე იყვნენ დაბარებული პროკურატურაში.

ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, დღეს, დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა ის და მერაბიშვილი დააკავონ. თანაგუნდელების პროკურატურაში კვლავ დაბარებას გამოეხმაურნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი განცხადებით, დაკითხვა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ხელისუფლებას  შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვა „ნაციონალების“ ზეწილით სურს.

მათგან განსხვავებით, სხვა მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში, მათ მიაჩნიათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არსებულ შეკითხვებზე პასუხი უნდა გაიცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია