დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება
2013/05/19 11:33:51

პოლიციის დღესთან დაკავშირებით შსს სხვადასხვა ღონიძიებას გეგმავს. დღესვე პოლიციის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, მათი ვიდეორეგისტრატორისა და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.

გარდა ამისა, თბილისში 50 პოლიციელი დაჯილდოვდება, რეგიონებში კი სამხარეო სამმართველოების უფროსები ადგილობრივ პოლიციელებს დააჯილდოვებენ.

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.

 საქართველოში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნება, თუმცა წელს ღონისძიება აღდგომის დღეებს დაემთხვა და ამ მოტივით 19 მაისისთვის გადაიდო. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია