დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კანონიერი მშენებლობა მოსახლეობის აღშფოთების ფონზე
2013/05/18 16:57:20

ნიკო კაჭკაჭიშვილი: მიმდინარე მშენებლობის შეჩერება ჩემი მხრიდან დანაშაული იქნება

ქუთაისში  ჭავჭავაძის გამზირის №51-ის მცხოვრებლებმა გუშინ დილით აქცია გამართეს. ისინი კორპუსის წინ 56 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე 4-სართულიანი შენობის აგებას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით მიწის ამჟამინდელ მფლობელს ედიშერ თავხელიძეს ქალაქის ყოფილი მერი გია თევდორაძე ლობირებს, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას უკანონოდ გადასცა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიწის გასხვისებაზე ნებართვა მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსმა გასცა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა კი მათ დახმარებაზე უარი უთხრა.

psnews.ge-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება  მერის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკო კაჭკაშიშვილს  და არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ვასილ მებურიშვილს, სთხოვა.

„ჭავჭავაძის გამზირის №51-თან დაკავშირებით შემოსული იყო საჩივარი, გავეცანი და გადავაგზავნე შესაბამის ორგანოში, როდესაც მოსახლეობა მოვიდა, გავესაუბრე და ვუთხარი, რომ საკითხს გავეცნობოდი, მაგრამ, მხოლოდ გუშინ შევიტყვე, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოებზე გაცემულია ნებართვა, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩემგან ამის გაჩერება იქნება დანაშაული. მიმართონ სასამართლოს, თუკი ამ ნებართვაზე რამე დარღვევა აღმოჩნდება, მოხდება შესაბამისი რეაგირება. თუ ვინმემ ჩემი დაპირება არასწორად გაიგო, ეგ მე არ ვიცი,“-აღნიშნა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.

ვასილ მებურიშვილის განცხადებით კი,  მშენებლობებზე ნებართვას ერთპიროვნულად არქიტექტურის სამსახური არ გასცემს.

ვასილ მებურიშვილი, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი: „ნებართვას არც არქიტექტურის და არც სხვა, რომელიმე სამსახური არ გასცემს. კანონით დადგენილი წესით მზადდება ყველა შესაბამისი სამსახურის მიერ. წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით,  არქიტექტურის  სამსახურმა თავის კომპეტენციის ფარგლებში მოამზადა დასკვნა, ეს დასკვნა გაიარა მერიის და საკრებულოს იურიდიულმა სამსახურებმა. ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მშენებლობის დაწყებაზე გასცა ნებრთვა. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობა წინააღმდეგია, საჩივარიც არის ამ საკითხზე შემოტანილი, რომელსაც განვიხილავთ აუცილებლად, თუმცა დღესდღეისობით  ედიშერ თავხელიძეს აქვს მშენებლობის ნებართვა, მაგრამ, თუკი მოსახლეობას ამ პროცესის შეჩერება უნდა  დროებით ან სამუდამოდ, გამოიყენონ საჩივრის უფლება, ამასთანავე შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, დააყენონ ნებართვის გაუქმების საკითხი. დაადგინონ, რა პირობები და რა კანონი დაირღვა. გეტყვით, რომ 2010 წელს არის ეს ნაკვეთი გაყიდული, ხოლო მიწის ნაკვეთად თვითმმართველობის მიერ 2009 წელსაა დარეგისტრირებული. საჯარო რეესტრში, მის გატარებაზე არანაირი პრობლემა არ შექმნილა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერით, თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ქონებად ჩაითვალა, შემდგომ, კანონის დადგენილი წესით, მოახდინა მერიამ მისი გასხვისება. არქიტექტურის სამსახურს და არც სხვა რომელიმე სამსახურს არავითარი კანონიერი უფლება არ გააჩნია იმისა, რომ დაუსაბუთებლად ვინმეს მშენებლობაზე უარი უთხრას. ჩვენთან წარმოდგენილი პროექტზე პასუხისმგებელია დამპროექტებელი პირი. პროექტის მომზადება უშუალოდ მერიაში არ ხდება. რაც შეეხება 51 ნომერში მისასვლელი გზის ჩაკეტვას, წარმოდგენილი პროექტით გზის ჩაკეტვა არანაირად არ მოხდება.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია