დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულო მერიაში შტატების შემცირების საკითხს განიხილავს
2013/05/17 14:54:19

ამ წუთებში ქუთაისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მერიაში საშტატო ერთეულის შემცირების საკითხს განიხილავენ. საკრებულოს წევრებმა მერიის თანამშრომელთა 150-კაციან შემცირებას უნდა დაუჭირონ მხარი.

სხდომის პარალელურად, მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გოგი წულაიამ, რომელიც აცხადებს, რომ ქუთაისის საკრებულოში შექმნილი ახალი ფრაქცია, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ცდილობს ქულები დაიწეროს. „ეს არის ნახევრად რეფორმა. ეს პროცესი უნდა გადაეწყვიტა ქალაქის ახალ მერს,“– აცხადებს წულაია.

მისივე განცხადებით, საკრებულო უნდა დალოდებოდა ახალ მერს, რადგან დღეს საკითხის განხილვით ან მიღებით, რეალურად ქუთაისის მერიაში არაფერი შეიცვლება და ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოს ძალზედ გაბერილ შტატებს ამ შემცირებით არაფერი დაეტყობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია