დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის Press-კლუბმა მუშაობა დაიწყო
2013/05/17 13:23:49

Press-კლუბში ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან, გოჩა თევდორაძესთან და ალიანსის სხვა წევრებთან

გაზეთმა „პოსტსკრიპტუმმა“  და ინტერნეტპორტალმა www.psnews.ge-მ ფონდ "ღია საზოგადოება–საქარტველოს" დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტი: „ინტერნეტკონტეტის www.psnews.ge განვითარება“,  რომლის მიზნების განსახორციელებლად იმუშავებს რედაქციაში სადისკუსიო Press-კლუბი. აქ პერიოდულად მოეწყობა მრგვალი მაგიდა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, სტუმრად მოვიწვევთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. აქვე ამუშავდება სატელეფონო „ცხელი ხაზი“ - 24 45 46, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო საკითხებზე დარეკვა და კომპენტენტური პასუხის მიღება.

Press-კლუბში ამ წუთებში უკვე დაიწყო პირველი შეხვედრა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერის გოჩა თევდორაძისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა.  „ალიანსის“ ლიდერი ისაუბრებს ქუთაისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის სკანდალურ განცხადებაზე, რომელიც უკავშირდებოდა ქალაქის მომავალი მერის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული კანდიდატის  მხარდაჭერის საკითხს. გოჩა თევდორაძე ასევე უპასუხებს შეკითხვებს ბოლო დროს მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებზე, მის მიერ ქუთაისში სხვადასხვა ბიზნესში ფინანსური წილების ფლობაზე.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია