დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი: „საქართველოში ჰომოფობიებს ყოველდღე უნდა ვებრძოდეთ“
2013/05/16 18:41:45

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 17 მაისისთვის დაგეგმილი აქცია, ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ის ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგია. მისივე განცახებით, ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს, რომ ქვეყენაში არ ილახებოდეს ვინმეს უფლებები, ხოლო თუ ვინმე თვლის რომ მათი უფლებები ილახება ან საფრთხის ქვეშაა, უნდა ჰქონდესთავისი მოსაზრების ღიად დაფიქსირების თავისუფლება.

„როდესაც უმცირესობის უფლებებზეა საუბარი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმცირესობას იმიტომ ჰქვია ეს სახელი, რომ უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგვარად აზროვნებს. შესაბამისად, უმცირესობა შეიძლება, არ იზიარებდეს მათ მოსაზრებებს, რწმენებს თუ ცხოვრების წესს. ამიტომ ეს საკითხები არ შეიძლება, გადაწყდეს უმრავლესობის შეხედულებების შესაბამისად. უმცირესობას ყოველთვის აქვს უფლება, იყოს უმცირესობაში. რაც შეეხება კონკრეტულ აქციებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო და ცენტრალური ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება, მიუხედავად მათი შეხედულებებისა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ დღეს პოლიცია და შესაბამისი სამსახურები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და დაცული იქნება კონსტიტუცია. კეთილი უნდა ვინებოთ და ჩავეტიოთ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებებში.“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემაც დააფიქსირა. ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლება.

„ხვალ არის დღე, რომელიც აღინიშნება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს არის ფობიებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. საქართველოს გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს დღე აღნიშნოს. მათ აქვთ უფლება ჩაიარონ საქართველოს ნებისმიერ პროსპექტზე და არც ერთ სხვა მოქალაქეს არ აქვს უფლება შეუშალოს მათხელი ამაში“. - ამბობს ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის:17 მაისს აქციას საქართველოში მოქმედიექვსი არასამათავრობო ორგანიზაცია მართავს. 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ.   აღნიშნული დღე მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა დასტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს.

წინა წელს 17 მაისის აქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა დაარბია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია