დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სანიკიძის კაბინეტი „ნაციონალებმა“ დაიკავეს
2013/05/16 15:36:12

დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძეს არც არასდროს უსარგებლია ამ კაბინეტით.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძისთვის გამოყოფილ სამუშაო კაბინეტში საკრებულოს ოპოზიციური ფრთის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი უკლება გადავიდა. უკვე მეორე დღეა, სანიკიძეს პირადი კაბინეტი აღარ აქვს. როგორც საკრებულოს წევრი გია გოქაძე ამბობს, ფრაქციის წევრებს საკმარისი რაოდენობის ოთახები არ ჰქონდათ, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარეს სანიკიძის კაბინეტი დაუთმეს.

„ძალიან ვიწროდ ვიყავით და ამიტომ გადავიდა გია ცალკე,“ – ამბობს გია გოქაძე.

თავად მაჟორიტარის ბიურო, როგორც ირკვევა, ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყო.

„კომისიის სხომიდან გამოვდიოდი, რომ შევნიშნე ახალი წარწერა. სიმართლე რომ ვთქვა, გუბაზ სანიკიძეს  არც არასდროს უსარგებლია ამ  კაბინეტით. ერთხელაც არ მჯდარა იქ, თუმცა ის ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატია და, კანონით, ერთი კაბინეტი ნამდვილად ეკუთვნის,“  - ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი რევაზ ახალაია.

მისივე  თქმით,  სანიკიძე მოქალაქეებს ადრეც ბიუროს ოთახში ხვდებოდა და ამიერიდანაც ასე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტის კარი მოქალაქე შალვა კამლაძემ საჯაროდ აჭედა. მოქალაქე სანიკიძეს უმოქმედობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მაჟორიტარ დეპუტატს კაბინეტი არ სჭირდებოდა, რადგან იგი მას დანიშნულებისამებრ, ანუ  მოქალაქეებთან შეხვედრისთვის არ იყენებდა.  

თავად გიორგი უკლება ახალ კაბინეტში გადასვლის სემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში არ გამოჩენილა. როგორც   მისი თანაგუნდელები ამბობენ, უკლება სამსახურში ხვალ მივა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია