დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
69 ქუთაისის მერობის მსურველთაგან 26 ქალბატონია
2013/05/16 14:51:22

ქუთაისის მერის შესარჩევ კონკურსზე შეტანილი განცხადებების განხილვა დაიწყო

დღეს ორ საათზე ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ პირველ სხდომაზე  ქუთაისის მერობის მსურველთა დოკუმენტაციების განხილვა დაიწყო. კომისიის სხდომაზე, რომელიც მასმედიისთვის დახურულია,  მოხდება კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა, მათი  მონაცემების მიხედვით.  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ისინი, ვინც სრულად აკმაყოფილებს ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.

დოკუმენტაციების განხილვის შემდეგ კი დაიწყება მომდევნო ეტაპი, სადაც გამოვლინდება ინდივიდუალური გასაუბრების  „ტურში“ გადასული კონკურსანტების ვინაობა. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ინდივიდუალურ გასაუბრებაზე გადამსვლელთა რაოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და ის დამოკიდებულია კონკურსანტთა მონაცემებზე.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა  განაცხადების მიღების დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს შედეგების შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. მარგველაშვილის თქმით, საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მსურველთა უმრავლესობა არის საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან.

„სულ შემოსულია 69 განცხადება. აქედან 26 არის ქალბატონის. დღეს დავიწყებთ უკვე დოკუმენტაციების განხილვას,“ – განაცახდა მარგველაშვილმა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაასრულებს კომისია განაცხდებს განხილვის პროცესს.

მარგველაშვილის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, დასკვნით ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კომისიის წევრებთან გასაუბრება პირდაპირი ეთერის რეჟიმით გაიარონ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია