დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გათავისუფლდნენ
2013/05/16 14:06:13

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებული  ხვიჩა გლურჯიძე და  ვასილ სალამაშვილი გათავისუფლებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  საქართველოს 2 მოქალაქის გათავისუფლება შსს-ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, გამართული მოლაპარაკებების შედეგია.  

ამავე წყაროს ცნობით, გორის რაიონის სოფ. ბერშუეთში მცხოვრები ხვიჩა გლურჯიძე 3 მაისს, ხოლო კასპის რაიონის სოფ. საკორინთლოში მცხოვრები ვასილ სალამაშვილი  8 მაისს დააკავეს. დაკავების საფუძვლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთა“ დასახელდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1813
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია