დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაგვჭირდება თუ არა სიტყვა „სეკვესტრის“ გახსენება?
2013/05/15 19:27:05

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, პარლამენტში ხვალ ჩამოვა. ჯერჯერობით, უცნობია, მინისტრი ვისთან გამართავს შეხვედრებს და რა თემებზე იქნება საუბარი. თუმცა, სავარაუდოდ, მთავარი თემა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ განხილვა იქნება, რადგან პარლამენტი სწორედ ამ კვირაში განიხილავს ამ ანგარიშს სხვადასხვა კომიტეტბში. 

ბოლო დროს საპარლამენტო უმცირესობა აქტიურად საუბრობს ეკონომიკურ სტაგნაციაზე. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, მოეწვიათ.

უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, მისთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი მინისტრის ვიზიტის შესახებ. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი ინტერესი დიდია.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითრადება. მაგრამ, როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები ცხადყოფს, ქვეყნის ეკონომიკა ეცემა. რეცესიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ველოდოთ სიტყვა „სეკვესტრს“, რაც წლების განმავლობაში აღარ გვსმენია“.

რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში ეკონომიკური განვითარების შესახებ სასაუბროდ მზადყოფნა ფინანსთა მინისტრმა თავად გამოთქვა.

„თუ პარლამენტის თხოვნაა, ვეწვევი და წარვუდგენ ინფორმაცას იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში", - განაცხადა ხადურმა.

ინფორმაციისთვის: ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების კლების შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის დირექტორმა, გიორგი ქადაგიძემაც გააკეთა. მისი თქმით, კლება იმის მაჩვენებელია, რომ წლის ბოლოსთვის, ეკონომიკის 6%-იანი ზრდა არ იქნება.

ქადაგიძემ ეკონომიკური მაჩვენებლების კლების მიზეზად ბიზნესის შენელებული აქტივობა და ინვესტიციების კლება დაასახელა. მისი თქმით, ინვესტიციების შემოსვლა შეჩერდა, ასევე პასიური გახდა ადგილობრივი ბიზნესიც.

ინფორმაცია ეკონომიკური მაჩვენებლების კლების შესახებ მმართველი გუნდის წევრებმაც დაადასტურეს. თუმცა, ისინი არ ეთანხმებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას და აცხადებენ, რომ მიმდინარე პერიოდში დაფიქსირებული ეკონომიკური კლების მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის ეკონომიკის 6%-იან ზრდას ხელს ვერ შეუშლის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია