დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ სცხებს ჩირქს უმრავლესობის ლიდერს?
2013/05/15 18:39:36

დავით საგანელიძემ საქართველოს პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თქმით, ბოლო დროს მისი მისამართით გამოთქმულმა დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა გადააწყვეტინეს მას, რომ მედიასთან სპეციალური შეხვედრა გაემართა. საგანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპონენტები ბრალდებების ტალღას აგორებენ და ამის მეშვეობით მისთვის ჩირქის მოცხებას ცდილობენ.
დეპუტატმა ბრალდებების გამავრცელებლებს მტკიცებულებების ღიად წარმოდგენა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საკუთარი სიმართლისა და სახელის დასაცავად ზომების მიღება თავად მოუწევს.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბიზნესებში წილების გადანაწილება მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნული გადანაწილებების შედეგად მისი ძმისშვილი სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
„აღნიშნული სადაზღევო კომპანია ხუთი წლის წინ დაფუძნდა საქართველოში. ჩემი ძმისშვილი გიორგი საგანელიძე, ამ კომპანიაში ერთ-ერთი დაქირავებული მენეჯერია და მას კომპანიის აქციებთან საერთო არაფერი აქვს. მე ერთადერთხელ ჩავერიე ჩემი ძმისშვილის საქმიანობაში, როდესაცმას ცილისწამების გამო სამსახურის დატოვება უნდოდა,“ - ამბობს საგანელიძე.

უმრავლესობის ლიდერი, შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ 730 მილიონი ლარი მხოლოდ იმიტომ ჩაურიცხეს, რომ იქ მისი ძმისშვილი მუშაობს. „ეს თანხა მთელი ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტია და როდესაც ასეთ ფრაზებს წამოისვრი, მანამდე უნდა დაფიქრდე,“- ამბობს საგანელიძე.

საგანელიძის თქმით, აღნიშნული ბრალდებები აბსურდია და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. „პირიქით, მე როგორც ექიმი და, შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჯანდაცვას, ყველაზე ნაკლებად ვერევი ამ სამინისტროს საქმიანობაში. არ მინდა, ისინი ჩემი მოსაზრებებით შევაწუხო“. - აღნიშნა საგნელიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია