დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია ხუხაშვილი საქართველოს პარლამენტშიც აქტუალურია
2013/05/15 18:30:42

დღეს საქართველოს პარლამენტში გია ხუხაშვილის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა. უმცირესობამ მას ბევრი ბრალდება წაუყენა.

უმციერესობის ერთ-ერთმა წევრმაც, გივი თარგამაძემ, საკუთარი გამოსვლა ხუხაშვილის მოღვაწეობას მიუძღვნა. მისი თქმით, ივანიშვილი ამბობს, რომ ხუხაშვილი მას ბიზნესების მართვაში ეხმარება. თარგამაძემ აქვე ერთი რიტორიკული კითხვაც დასვა: „როგორ შეიძლება ბიზნესი იყოს თავისუფალი, როდესაც მასში პრემიერის ახლობლები და მეგობრები ერევიან?“ - აღნიშნა მან.

უმრავლესობის წევრის თქმით კი, გია ხუხაშვილის წინააღმდეგ კოლექტიური შეტევა მიმდინარეობს.

„ეს გამოწვეულია ერთი რაიმეთი, „ნაციონალურ მოძრაობას“იმის ეშინია, რომ კარგავს კონტროლს ბიზნესებზე. ეს კონტროლი ჰქონდა კეზერაშვილს, ადეიშვილის ოჯახს და ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს. რეალურად, დატერორებული და უფლებააყრილი ბიზნესი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას| ანუ მიმდინარეობს ბიზნესმენთა დაცვის პროცესი.“ - ამბობს ეკა ბესელია.

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით კი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის გია ხუხაშვილი და რას საქმიანობს ის. მისივე თქმით, ამ ადამიანმა არაერთხელ გააკეთა ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რას საქმიანობს. 

„გიას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ბიზნესების გათავისუფლების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ის აკეთებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რაც ბიზნესის გათავისუფლებას სჭირდება ქვეყანაში“. - აღნიშნა საგანელიძემ.

დავით საგანელიძემ ერთი ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა: „მოვა დრო და საზოგადოება ძალიან ბევრს გაიგებს იმის შესახებ, თუ როგორ იბეგრებოდა ბიზნესები, რომელი პოლიტიკოსი რა წილს ფლობდა და ვის ჯიბეებში მიდიოდა ეს ფული“.

ინფორმაციისთვის: გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველია. ხუხაშვილი ბოლო პერიოდში საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. მას ოპონენტები ივანიშვილის „კარის ექსპერტსაც“ უწოდებენ. ხუხაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ფირების გავრცელებაში, ბიზნესმონოპოლიებსა და სახელმწიფო საქმეებში უხეშ ჩარევაშიც აქტიურად ადანაშაულებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია