დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა მღვდელაძე: „არ მივიღებ საზოგადოების უნდობლობას კომისიის მისამართით!“
2013/05/15 17:55:26

„ბლეფს და არადემოკრატიულ კონკურსებს „ნაციონალები“ ატარებდნენ“

 საზოგადოებრივი სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, ქუთაისის მერის  შესარჩევი  კომისიის წევრები კომისიის შემადგენლობაში რჩებიან.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს  ქუთაისის მერის პოსტზე ცენტრალური ხელისუფლებისგან  დირექტივა არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, იგი არ აპირებს დატოვოს კომისია.

„ვიღაცამ რომ გააკეთა ეს განცხადება და  ამის გამო თქვენ კომისიას უნდობლობას უცხადებთ,  მე არ მივიღებ ამ უნდობლობას. ჯერ, პრაქტიკულად, არც გვიმუშავია კომისიაში, რადგან განაცხადების მიღება მხოლოდ დღეს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ  არ მიმაჩნია სწორად წინასწარ განცხადებებისა და პროგნოზების გაკეთება, ჩემთვის ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო კომისიის მუშაობაში. ბლეფს და არადემოკრატიულ კონკურსებს „ნაციონალები“ ატარებდნენ წლების მანძილზე. ყოველგვარი კანონის დარღვევით დანიშნეს ქალაქის ყოფილი მერი ბესიკ ბრეგაძე,“ – მიმართა „სახალხო დამცველის“ ქუთაისის ოფისში შეკრებილ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მამუკა მღვდელაძემ.

კომისიის დატოვებას არ აპირებს არც  მისი ერთ-ერთი წევრი, კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“ წარმომადგენელი, ზურაბ ხურციძე.

„მე ვდებ პირობას, თუ კომისიის მუშაობაში შევნიშნავ არადემოკრატიულ პროცესებს, აუცილებლად დავტოვებ მას,“ – ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა 13 მაისს სკანდალური განცხადება გააკეთა ქუთაისის მერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია