დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თარხან-მოურავს უკვე უჩივლეს...
2013/05/15 14:46:04

ქალაქის მერობის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, შერმადინ მიქელთაძემ, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„თარხან-მოურავის 13 მაისს გაკეთებულ განცხადებას ვგმობ და შემაქვს სარჩელი სასამართლოში. მოვითხოვ, თარხან-მოურავმა თავისი უპასუხისმგებლო განცხადების გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და ერთი თეთრი სიმბოლურად ჩარიცხოს ქუთაისის მერიის ანგარიშზე“ - ამბობს შერმადინ მიქელთაძე.

ბიზნესმენი მიქელთაძე ქალაქის  მერის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში ერთ-ერთი ბოლო კონკურსანტია. მან საკონკურსო განაცხადი შესაბამის კომისიაში დღეს შეიტანა.

შერმადინ მიქელთაძე ამბობს, რომ საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია.

„დიდი ხანი ვყოყმანობდი, შემეტანა თუ არა განაცხადი, რადგან არ ვენდობი ამ კომისიას, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. თუ იოტისოდენა სამართალი მაინც იქნება კომისიაში, გარწმუნებთ, მე გავიმარჯვებ,“ – აცხადებს  მიქელთაძე.

ქუთაისის მერის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება დღეს სრულდება. კონკურსანტებს დრო დღის ბოლომდე აქვთ. ამ დროისთვის ვაკანსიაზე 60-მდე განაცხადია შესული. კონკურსის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კომისია 10-დან 15-მდე კონკურსანტს შეარჩევს, რომლებიც ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან. ქუთაისის მერის ვინაობა, სავარაუდოდ, თვის ბოლოდ გახდება ცნობილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია