დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ნიშნავს 26 ხმა ტაბლოზე
2013/05/14 19:29:32

თინა ხიდაშელი: „გავიგეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდ სიზმრებს ხედავს, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საინტერესო“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, თინა ხიდაშელის თქმით, პრემიერის პრესკონფერენციაზე საუბარი ყველა თემაზე იყო. მისი თქმით, ჟურნალისტებმა ისეთი შეკითხვებიც დასვეს, რომლებიც საერთოდ არ უნდა დასმულიყო. „არავის არ ვაძლევ მითითებებს, უბრალოდ, ეს ამ ჟურნალისტების პრობლემაა“.

ხიდაშელის თქმით, შეხვედრაზე ძალიან სერიოზული გზავნილებიც იყო. მისივე განცხადებით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ხდება მუდმივად და ყველა ჟურნალისტს ეძლევა კითხვის დასმის საშუალება. „თქვენ მე ვერ გამახსენებთ ცხრა წლის განმავლობაში ვერც ერთ ასეთ შემთხვევას, როდესაც დარბაზში ამდენი ჟურნალისტი ზის და როდესაც პრემიერის პრეს-სამსახურის დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომ დავამთავროთ პრესკონფერენცია, პრემიერი ამბობს, რომ არა, დასვას ყველამ შეკითხვა, ვინც ფეხზე დგას. ეს არის მთავარი და ყველაზე ღირებული ახალი ამბავი ქვეყანაში. რადგან, თუ მთავრობა გახსნილია, ღიაა კრიტიკისთვის და მზადაა, მწვავე პასუხებს სრულყოფილად უპასუხოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მთავრობაში ყველაფერი კარგად იქნება.“ - ამბობს ხიდაშელი.

ხიდაშელმა სოჭის ოლიმპიადაზე პრემიერის ჩასვლის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გასაგებად თქვა, რომ მანამდე დიდი დროა და თუ რაიმე მოხდა ისეთი და იქნება გარღვევა ურთიერთობებში, არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცა, ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „ეს ჩვენი ხელისუფლების სტილია, როდესაც არ ხარ აგრესიული, მაგრამ ხარ პრინციპული და სრულიად გასაგებ გზავნილებს აკეთებ. ეს იმის დადასტურებაა, რაც, უკვე შვიდი თვეა, ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ უნდა მივეჩვიოთ ასეთ რიტორიკას. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა საუბრის სტილი, რიტორიკა და ტონალობა.“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, ასევე არასერიოზულია ოპონენტების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ამ ხელისუფლების პერიოდში დეოკუპაციის პროცესი გართულდება. „ამაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოს ოკუპაცია გააფორმეს“. - აღნიშნა მან. 

„გავიგეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცუდ სიზმრებს ხედავს, მათ ყველაზე ცუდი სიზმარი პირველი ოქტომბრის ღამეს ნახეს. ასე, რომ ამაზე ცუდ სიზმარს ვეღარ ნახავენ და შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, ქვეყანაში ყველაფერი წესრიგში იქნება.“ - განაცხადა ხიდაშელმა.

უმრავლესობის წევრი პრესკონფერენციაზე წამოჭრილ კიდევ ერთ თემას, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალს შეეხო.

„პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ის თქვა, რაც პირველ ოქტომბერს ხალხმა ერთხელ უკვე თქვა. ის აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა. მათი ბედი გადაწყვეტილია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად ჩანს პარლამენტში, ყველაზე მნიშვნელოვან კენჭისყრებზეც კი, მათ აქვთ მხოლოდ 26 ხმა ტაბლოზე. მათ აქვთ 26 მუდმივი და გარანტირებული ხმა, ეს 26 კაცი, ალბათ, ერთად დარჩება და დანარჩენი უკვე მათი სადარდებელია.“ - აღნიშნა მან.

ხიდაშელი მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლო გამოჩენის თემასაც შეეხო.

„დიად გიგა ბოკერიას უყვარდა ამის თქმა და დავესეხები, როდესაც ჩვენ ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა ამბობდა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება. მეც მჯერა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება და ჩვენ გვეყოლება ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს. რომელიც, ალბათ მომდევნო არჩევნებსაც მოიგებს თუ ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ ჩვენ რაღაც სწორად არ გავაკეთეთ“. - ამბობს ხიდაშელი.

ინფორმაციისთვის: დღეს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთი ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილი ასეთ ფორმატშიჟურნალისტების შეკითხვებს თვეში ერთხელ პასუხობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია