დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერიამ საბინაო ფონდისთვის შენობები შეათვალიერა
2013/05/14 19:55:31

მიიღებს თუ არა ბინას უკიდურესად გაჭირვებული 1400-მდე ქუთაისელი?

საკრებულოს მომავალ სხდომაზე მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური საკრებულოს წევრებს საბინაო ფონდის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „p.s."-თან საბინაო სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ხვარეშიამ ისაუბრა.

„თითქმის დავასრულეთ იმ შენობების აღწერა, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისათვის თავისუფალია და შესაძლებელია მათი მერიის საბინაო ფონდში გამოყენება. სავარაუდოდ, ხვალისათვის მივმართავთ საკრებულოს და მივაწოდებთ ამ შენობების სიას. თუმცა, ჩვენ  საბუთებით ვერ ვფლობთ ინფორმაციას, ვის ბალანსზეა არნიშნული შენობები, რადგან ეს არის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მასალა. უახლოეს მომავალში გამოვითხოვთ სამინისტროსგან ინფორმაციას. თუკი აღმოჩნდება, რომ ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა,  ქუთაისის მერია და საკრებულო გამოითხოვს ეკონომიკის სამინისტროსგან, მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, ეს შენობები გადმოეცეს ქუთაისის მერიას საბინაო ფონდში ჩასარიცხად.“

მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში ამ დროისათვის 1400-მდე მოქალაქის განაცხადია შესული.

შესაძლებელია, შეიქმნას 20-კაციანი კომისია, რომელიც, განაცხადების შესწავლის საფუძველზე, ბინებით იმ მოქალაქეებს დააკმაყოფილებს, რომლებსაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია