დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ჯაფარიძე: „ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანია“
2013/05/14 16:46:34

საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასერიოზულია ბიძინა ივანიშილისგან იმის მტკიცება, რომ ეკონომიკური სამინისტრო კარგად მუშაობს. ჯაფარიძის თქმით, პრემიერს ან საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ და მას არ აქვს რეალური ინფორმაცია, თუ რა ხდება დღეს ქართულ ეკონომიკაში, ან ეს მისი პროფესიონალიზმის ნაკლებობის ბრალია.

„ეტყობა, ბატონი პრემიერი ვერ იაზრებს იმას, თუ რა მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანია. ამაზე საუბრობს არაერთი ავტორიტეტული საერთაშოროსო ორგანიზაცია და ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცია. რაც უფრო დროზე გაიაზრებს ამას პრემიერ-მინისტრი და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იყო გაყალბებული და სინამდვილეში ქვეყანას არანაირი წარმატება არ აქვს, ქვეყნისთვის საზიანოა“. - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძეს თქმით, ბიძინა ივანიშილის განცხადებები გაყალბებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ინვესტორებსაც აფრთხობს. მისივე განცხადებით კი, ახალი სამუშაოების შექმნა პირდაპირ კავშირშია უცხოურ ინვესტიციებთან.

„იმედი მაქვს, რომ საქარველოს პრემიერ-მინისტრი დროზე გაიაზრებს ამას და აღარ გააკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია