დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პატრიოტები“: „დიახ, მხარს დავუჭერთ...“
2013/05/14 15:12:16

ივანიშვილის კადრს მეტი შანსი ექნება ქუთაისის მერის პოსტზე

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები.

„გუშინდელი განცხადებით ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს უმრავლესობას ქუთაისის საკრებულოში, შესაბამისად, ჩვენზეა დამოკიდებული დამტკიცდება  თუ არა ქალაქის ახალი მერის პოსტზე კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურა. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ დიახ, მხარს დავუჭერთ კანდიდატს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება წარმოდგენილი. კომისია იმუშავებს სრული გამჭვირვალობით, კანონის შესაბამისად,“ – ამბობს   ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე და ამავე დროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი კახა ნემსიწვერიძე.

გუშინდელ განცხადებაზე განმარტება ასევე  გააკეთა ამავე ფრაქციის წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ მეშველიანმა.

„პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ექნება მეტი შანსი, რომ გახდეს ქალაქის მერი. ჩემი აზრით, იგი უნდა იყოს ქუთაისელი,“ – ამბობს მერაბ მეშველიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია