დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი ქუთაისის მერის არჩევის პროცესში ჩაერევა?
2013/05/14 13:26:26

„თარხანმოურავმა გუშინდელ ბრიფინგზე დაამცირა ქუთაისის მოსახლეობა და კომისია, რომელმაც 50-მდე მერობის მსუველთა განცხადება მიიღო.“- ამ სიტყვბით დაიწყო დღევანდელი ბრიფინგი ქუთაისის ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხანმოურავმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევაზე საუბარი პრემიერ-მინისტრთან მიმდინარეობს. ივანიშვილის მიერ შერჩეულ კადრს ჩვენგან მხადაჭერა ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ქალაქის მერია“.

„გუშინ თარხანმოურავმა ე.წ. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, გააკეთა ასეთი განცხადება, რომ „პატრიოტები“ მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატურას, რომელსაც მხარს დაუჭერს ბიძინა ივანიშვილი. მე მინდა გითხრად, რომ ეს არის აბუჩად აგდება თვითმმართველობის და ქუთაისის მოსახლეობის, აბუჩად აგდება  იმ კომისიის, რომელიც ჩვენ თავიდანვე გვეგონა, რომ უმაქნისი და უიდეო იქნებოდა. ეს დამტკიცდა გუშინ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალაქს ასე ეპყრობა ერთ-ერთი პარტია, რომელსაც ინტერესი აქვს, მართოს ქალაქი.“

დღეს ქუთაისის ვიცე-მერმა ქუთაისში ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და  განაცხადა, რომ გოჩა თევდორაძე და კახა ნემსიწვერიძე „იძლევა პირობას“, ქალაქის წინააღმდეგ გამოვიდეს და ტარნსპორტი გააძვიროს.

„გოჩა თევდორაძეს არავინ ეკითხება ქალაქის წინააღმდეგ მიმართული პირობების დადებას, ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით.“-დასძენს ძოწენიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია