დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვიპროსი 2 მილიარდ ევროს დახმარებას მიიღებს
2013/05/14 12:54:35

ევროპის სტაბილიზაციის პროექტის ფარგლებში კვიპროსი საერთაშორისო ფინანსური დახმარების პირველ ტრანშს მიიღებს. „ევრონიუსის“ ცნობით, ფინანსური დახმარების საწყისი თანხა 2 მილიარდი ევრო იქნება.

ბრიუსელში ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კვიპროსი საერთაშორისო კრედიტორების წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს.

რაც შეეხება საბერძნეთს. ამ ქვეყნის მთავრობას რეფორმებს დაჩქარებისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის რეკომენდაცია მიეცა.

ევროზონის მინისტრებმა სლოვენიის საკითხიც განიხილეს. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება,  სლოვენია, შესაძლოა, გახდეს ქვეყანა, კვიპროსის შემდეგ, რომელსაც საერთაშორისო ანტიკრიზისული ფინანსური დახმარება დასჭირდება. თუმცა, ჯერჯერობით, სლოვენიის ხელისუფლება აპირებს მოქმედებაში მოიყვანოს საკუთარი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ფინანსურ სირთულეებს საგარეო ვალის აღების გარეშე მოაგვარებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია