დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულოს „პატრიოტები“ პრემიერის კანდიდატს ელოდებიან
2013/05/13 21:14:23

ვინ შეარჩევს ქუთაისის მერს?

ქუთაისის მერის შესარჩევ კონკურსში „ქართველ პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. თუმცა, მხარს იმ კანდიდატს დაუჭერენ, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება შერჩეული, ამის შესახებ ალიანსის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ქართველ პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კანდიდატთან დაკავშირებით ერთმანეთთან გარკვეული სახის კონსულტაციები ჰქონდათ. თუ ეს შერჩეული კანდიდატი იქნება კომისიის მიერ საკრებულოს წინაშე წარმოდგენილი, ჩვენი ფრაქცია აუცილებლად დაუჭერს მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განვიხილავთ კომისიის მიერ შემოთავაზებულ სხვა კანდიდატს,“ – განაცხადა ალიანსის წევრმა გოჩა თევდორაძემ  „psnews.ge-სთან საუბრისას.

„ქართველ პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ მათი ხელმძღვანელობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული კანდიდატი გახდება ქუთაისის მერი, ვინაიდან საკრებულოში „პატრიოტები“ 11-კაციანი უმრავლესობით არიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, ბერკეტი მათ ხელშია. თუკი სხვა დარჩენილი ფრაქციების 13 წევრი არ გაერთიანდება უმრავლესობის მოსაპოვებლად, რისი ალბათობაც ნაკლებია, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ  ქუთაისს მერად პრემიერის სასურველი კანდიდატი ეყოლება, დადასტურდება.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის მომავალი მერი აუცილებლად ქუთაისელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მერის ვაკანტურ პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის ვადა მომდინარე კვირის ბოლოს დასრულდება. მასში მონაწილეობა კი 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამ დრომდე კომისიაში 50-მდე განაცხადია შესული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია