დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გელა ხვედელიძის დაკავებას კახი კალაძე ეხმიანება
2013/05/13 14:22:26

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით facebook–ის ვებ-გვერდზე მიმართვა მინისტრმა კახი კალაძემ გაავრცელა.

„პირველ რიგში, მინდა ადამიანური, მეგობრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ირაკლი ღარიბაშვილს, იმ რთულ საქმეში, რასაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის ცნობიერების შეცვლა და კანონმორჩილება ჰქვია. კანონი ერთია ყველასთვის. ჩვენ არ ვართ ის მთავრობა, რომელიც განაგრძობს ამ ქვეყანაში დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას და კანონს თავის თავზე მოირგებს, ან დააიგნორებს. ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფი პირი პასუხისმგებელია თავის გადაცდომაზე ან დანაშაულზე ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე.
ასევე, მინდა, პიროვნული თანაგრძნობა გამოვხატო ბატონი გელა ხვედელიძის მისამართით… სამწუხაროა ის პროცესები, რისი მონაწილეც ის გახდა,“ –  აღნიშნავს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილზე წინა ხელისუფლების მიერ ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არაკანონიერ გავრცელებას ეხება, რის გამოც, გუშინ შსს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ხვედელიძე უშუალოდ მონაწილეობდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია