დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლოს განმარტება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებით
2013/05/13 12:48:51

დაუშვებელია სადავო ურთიერთობის დადასტურება სხვა სახის მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და ა.შ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სარკინიგზო გადაზიდვებისას ტვირთის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხის გადასაწყვეტად დასაშვები მტკიცებულებების თაობაზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.

მითითებული დავა შეეხებოდა გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გამგზავნის მიერ (რომელიც იმავდროულად იყო ტვირთმიმღები) დანიშნულების ადგილამდე მიტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების არადროული მიღებასა და დაცლას, შესაბამისად, ვაგონების დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

კონკრეტულ შემთხვევაში დაისვა საკითხი, თუ რომელი სახის მტკიცებულებებითაა შესაძლებელი , დადასტურდეს ტვირთის არადროული მიღება-დაცლისა და ვაგონების დაყოვნების ფაქტი და ამით გამოწვეული ზიანი? რა სამართლებრივი კრიტერიუმებით განისაზღვრება მტკიცებულებების დასაშვებობა?

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული დანაწესი მიუთითებს მტკიცებულებების დასაშვებობის პრინციპზე.  ეს ითვალისწინებს მტკიცებულებების საშუალებების (სახეების) გამოყენების შეზღუდვას. შესაბამისად, განსახილველი სადავო ურთიერთობების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების სამართლებრივი მექანიზმები მოცემულია მატერიალურ სამართალში.

 

კერძოდ, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 433-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების „ბ“, „გ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო ფორმის აქტით დასტურდება ამ მუხლით მოცემული იურიდიული მნიშვნელობის ისეთი ფაქტები, როგორიცაა დანიშნულების სადგურში ვაგონების დაყოვნება ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით; დატვირთული ვაგონების დაყოვნება შუალედურ სადგურში იმის გამო, რომ ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მფლობელის მიზეზით ვერ იღებენ მომიჯნავე სადგურები ან მომიჯნავე სადგურს არ გააჩნია ვაგონების დაგროვებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.

 აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობაა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით. ამავე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთო ფორმის აქტები უნდა შედგეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია საერთო ფორმის აქტების მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებულ მტკიცებულებას;

ამდენად, მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია სადავო ურთიერთობის დადასტურება სხვა სახის მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და ა.შ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია